1. პროექტის სახელი: გვარების გენეალოგია
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ საკუთარი გვარების შესახებ ინფორმაციას, ასევე გაეცნობიან ქართული და არაქართული გვარების წარმომავლობის ისტორიას. განავრცობენ ელექტრონული ვერსიით და სხვა საშუალებებით.
3.პროექტის სრული აღწერა: გვარი თავისებური სახის ცოცხალი ისტორიაა, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია, ერის განუყოფელი და ძირითადი შემადგენელი ნაწილია, გვარი პიროვნების ღირსებსა და თვისებებზეც მიანიშნებს. მას სამართლიანად იყენებენ ადამიანთა დახასიათების დროს. როდესაც ხევისბერი თავის შვილს ონისეს სამშობლოს დასაცავად აგზავნიდა, თავის პატრიოტულ განწყობას და ძირითად აქცენტს გვარის ღირსებაზე ამახვილებდა, მან ასე მიმართა თავის შვილს: „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!“ მოსწავლეები მოიძიებენ გვარების წარმოშობის ისტორიებს, შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან კატალოგებს, მოაწყობენ პრეზენტაციას და საბოლოოდ ყველა მონაცემს გააერთიანებენ ერთ საიტზე.
4. მოსწავლეთა ასაკი/კლასები: VI-VII-VII-IX-X-XI-XII
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1.01.09-15.06.09 ხანგრძ. 1 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სხვადასხვა სახის ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება ამა თუ იმ გვარის შესახებ. ქართული საგვარეულოების ( გლეხი, თავადი, აზნაური, სასულიერო პირის, სამეფო გვარების ) მიხედვით კატალოგის შექმნა. დისკუსიის გამართვა გვარებთან დაკავშირებით. ცნობილი ადამიანების გვარების მიხედვით გამოფენის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეისწავლიან საკუთარი და სხვა გვარების წარმომავლობის ისტორიებს, ასევე გაეცნობიან ცნობილი გვარის ადამიანებს. გააკეთებენ საგვარეულო ალბომებს, ჩანაწერებს, შექმნიან საკუთარი გვარის საგვარეულო ხეს. შექმნიან ბლოგს.
8.სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული პირები გაეცნობიან გვარების ქრონოლოგიას, ბიოგრაფიას და იმ ეპოქებს, რომელშიც ცხოვრობდნენ ცნობილი გვარის წარმომადგენლები. მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი გვარის შესახებ და ასევე შეეძლებათ დატოვონ კომენტარი და მოითხოვონ ინფორმაცია ნებისმიერი გვარის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10: საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული- წერის კულტურის განვითარება, საზოგადო მოღვაწეთა გვარების მოძიების პროცესში ცოდნის შეძენა, სხვადასხვა საშუალებით სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება, ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება, გრამატიკულად ფუძეთა შორის კავშირის დამყარება...
ისტორია - გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქებს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, გვარების გავრცელების კანონზომიერებებს, ისტორიული მოვლენების სოციო-კულტურულ გავლენას გვარების ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმაციაზე. გაეცნობიან ეთნოგრაფიულ მასალებს..
გეოგრაფია - განიხილავენ მიგრაციის შედეგებს, დაახასიათებენ გვარებს ადგილ-მდებარეობის მიხედვით, თვალნათლივ დაინახავენ ისტორიასა და გეოგრაფიას შორის მჭიდრო კავშირს...
ინფორმატიკა - მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და ბლოგების შექმნა...
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12: პროექტის ფასილიტატორის სახელი: გიული ხარხელი, ნინო ჭონქაძე, სოფია ბარათელი.
13: პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: giulikharkheli0@gmail.com
14: პროექტის ფორუმი:
15:პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.genealogia2008.blogspot.com
Friday, December 19, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)